პოლონეთში სტაფილოს წარმოება უწყლობის გამო 30%-ით შემცირდა

პოლონეთი, სტაფილოს, წარმოება

პოლონელმა ფერმერებმა, წყლის დეფიციტის გამო სტაფილოს წარმოება ბოლო 6 წელიწადში 30%-ით შეამცირეს.

პოლონეთი, ევროკავშირის სიდიდით მესამე სტაფილოს მწარმოებელია გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ, თუმცა ბოლო წლებში ამ ბოსტნეულის წარმოება შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი გვალვებით გამოწვეული უწყლობაა.

როგორც InPoland იუწყება, სტაფილოს წარმოება 2017 წელს 827 ათასი ტონიდან 2023 წელს 580 ათას ტონამდე შემცირდა, რაც ექვს წელიწადში თითქმის 30%-ია.

2023 წელს 290 ათასმა პოლონელმა ფერმერმა განაცხადა გვალვის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ, მათგან 139 ათასმა დაკარგა მოსავლის საშუალო წლიური წარმოების 30%-ზე მეტი.

ამან იმოქმედა პოლონელ მომხმარებლებზე: სტაფილოს ფასი გაიზარდა 2,79 ზლოტიდან  (0,71$) კილოგრამზე 2021 წელს – 4,99 ზლოტამდე (1,27$) 2023 წელს.

დეფიციტის კომპენსაციის მიზნით, პოლონეთი იძულებულია სტაფილო ძირითადად გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოიტანოს, 2023 წელს იმპორტი 60%-ით გაიზარდა.

წყარო: EastFruit

კრედო ბანკი