დანიის განვითარების სააგენტოსა (DANIDA) და HEKS – EPER -ის (შვეიცარია) მიერ დაფინანსებული პროექტის – „ორგანული თხილის საწარმოო ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისთვის დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, „ბიოაგრომ“ ასოციაცია „ელკანასთან“ ერთად თხილის მიმართულებით აქტიური ღონისძიებები დაიწყეს.
პირველი ნაბიჯი, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაა. შეირჩა 3 ნაკვეთი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ფახულანში და ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ მიქელეფონში.
სამივე სადემონსტრაციო ნაკვეთში განსხვავებული მდგომარეობა იყო. საწყის ეტაპზე, „ბიოაგროსა“ და „ელკანას“ სპეციალისტებმა ჩაატარეს მონიტორინგი და ნაკვეთების მდგომარეობის აღწერა, ამის შემდეგ კი დაიგეგმა წამლობები და ჩასატარებელი ღონისძიებები.
სადემონსტრაციო ნაკვეთებში პირველი წამლობები უკვე ჩატარებულია. თუ რომელი პრეპარატები იქნა გამოყენებული ამის შესახებ იხილეთ ვიდეოში.
ვიდეო ვანის მუნიციპალიტეტ, სოფელ მიქელეფონიდან.
„ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ ახლო მომავალში ამ წამლობების შედეგებისა და შემდგომი ღონისძიებების გატარების შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბიოაგრო“ http://bioagro.ge/
იხილეთ აგრეთვე: თხილის წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის