ექსპორტირებული თხილის ღირებულება 64%-ით გაიზარდა

თხილი, ეხსპორტი, საქართველო

2025 წლის 1 აგვისტოდან 6 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 66.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6.7 ათასი ტონა თხილი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის  ღირებულება 64%-ით (25.8 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში 1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 9.81$-ია, რაც 66%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია:

  • იტალია (2.0 ათასი ტონა);
  • გერმანია (621.9 ტონა);
  • ესპანეთი (608.0 ტონა);
  • საფრანგეთი (379.4 ტონა);
  • საბერძნეთი (297.6 ტონა);
  • რუსეთი (281.3 ტონა);
  • ჩეხეთი (266.4 ტონა);
  • სომხეთი (236.9 ტონა);
  • თურქეთი (201.2 ტონა).

თქვენი რეკლამა