„ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრმა“ ბაზარზე ახალი ინსექტო-აკარიციდი, ნიმის ზეთი შემოიტანა და პროდუქტის ექსკლუზიური დამნერგავები არიან საქართველოში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქტის ბაზარზე წარდგენიდან მეორე წელს მოთხვონა მოსალოდნელზე 4-ჯერ მაღალი აღმოჩნდა. ამის გამომწვევი მიზეზი კი მხოლოდ პროდუქტით მიღებული მაღალი შედეგები შეიძლება ყოფილიყო. ეს ტენდენცია წელსაც მეორდება და მზარდია.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ბაზარზე ნიმის ზეთი 2019 წელს გამოჩნდა პირველად და იმავე წელს ფერმერებმა ყველა კულტურაზე წარმატებით დაიწყეს პროდუქტის გამოყენება. კომპანიას ნიმის ზეთი ინდოეთიდან შემოაქვს, რომელიც ნიმის ზეთის წარმოებაში პირველი ქვეყანაა მსოფლიოს მასშტაბით.
ნიმის ზეთი ორგანული ინსექტოაკარიციდია და სერტიფიცირებულია ისეთი საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოებისგან, როგორიცაა, „ეკოსერტი“, „იფოამი“, „USDA”, საქართველოში კი მისი გამოყენება დაშვებულია „კავკასსერტის“ მიერ.
კომპანია აგრძელებს მაღალხარისხიანი ნიმის ზეთის ბაზრისთვის მიწოდებას. გამოყენების წესების შესახებ იხილეთ ვიდეოანიმაციაში:
იხილეთ აგრეთვე: ნიმის ზეთის გამოყენების წესები და დოზები კულტურების მიხედვით
ინფორმაცია მოგვაწოდა მცენარეთა ბიოლოგირი დაცვის ცენტრმა „ბიოაგრო“.
ნიმის ზეთის შესაძენად და დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით – მცენარეთა ბიოლოგირი დაცვის ცენტრს „ბიოაგრო“. გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: http://bioagro.ge/