ნიდერლანდელი მებაღე ფერმერის კარელ ვერპლაკის 8 ჰექტარი ვაშლისა და მსხლის ბაღი სოფელ დრილში (პროვინცია გელდერლენდი), წყლით არის დატბორილი.
მებაღე ფერმერ კარელ ვერპლაკს არ ახსოვს ამდენი ნალექი ზამთარში. მისი 8 ჰექტარი ვაშლისა და მსხლის ბაღი სოფელ დრილში, რომელიც მდებარეობს ნიდერლანდების პროვინცია გელდერლენდში, წყლით არის დატბორილი, რაც ძალიან ართულებს გასხვლას.
ამის შესახებ Groenten&Fruit იუწყება.
„ვერპლაკს ცხოვრებაში არ ახსოვს იმდენი წვიმა, რამდენიც ამ ზამთარს. მსხლის ხეებს შეუძლიათ საკმაოდ დიდხანს იდგეს წყალში ფესვებით, სანამ ისინი ჯერ კიდევ ზამთრის მიძინებულ მდგომარეობაში არიან. პრობლემა ის არის, რომ ახლა თითქმის ვერცერთი მებაღე ვერ ახერხებს გასხლული ტოტების გატანას. ტრაქტორის ბაღში შეყვანა შეუძლებელია“, – წერს გამოცემა.
მებაღემ გასხვლა მალე უნდა დაასრულოს, რადგან სხვა სამეურნეო საქმეები დგას რიგში.