ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანია აშშ-ში

ღვინის

ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2024 წლიდან კიდევ უფრო მაშტაბურს გახდის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული „ქართული ღვინის ფორუმის“ ფარგლებში, ქალაქ ჰიუსტონში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის ColangeloPartners ვიცეპრეზიდენტ პოლ იანონს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე 2023 წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს და  2024 წლის მარკეტინგული სტრატეგია განიხილეს.

ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელს აქტიურად გააგრძელებს აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს. არსებულ მიმართულებებთან ერთად, გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული მედიაკამპანიები, რომლებიც გათვლილია ამერიკის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდაზე. ვგეგმავთ თანამშრომლობას ისეთ წამყვან მედიაჰოლდინგებთან და გამომცემლობებთან, როგორებიცაა CNN, WineEnthusiast, winespiritsmagazine, TheNewYorkTimesTimes და სხვა“, – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

„Colangelo & Partners“-ის ვიცეპრეზიდენტის, პოლ იანონის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იზრდება ინტერესი ქართული ღვინის მიმართ.

„ჩვენი სამომავლო საქმიანობის მიზანია, გაიზარდოს ქართული ღვინის მოხმარება და, ამასთან ერთად, ის ჩამოყალიბდეს როგორც კონკურენტუნარიანი კატეგორია“, – აღნიშნა პოლ იანონმა.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Colangelo & Partners“, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კონტრაქტის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს.

„Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც  ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს. მიმიდნარე წელს, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კომპანიის „Colangelo & Partners“ ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავდა, რამაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობის  და აშშ-ის ბაზარზე მოთხოვნის გაზრდა.

თქვენი რეკლამა