
2017 წლის 23 მაისს, ორგანული პროდუქტების სავაჭრო ასოციაციამ (Organic Trade Association, OTA) აშშ-ს ორგანული პროდუქტების მიმოხილვა გამოაქვეყნა.
მიმოხილვის მიხედვით, 2016 წელს ამ პროდუქციის გაყიდვების მოცულობამ 47 მლრდ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს, 3,7 მლრდ. დოლარით აჭარბებს.
OTA-ს მონაცემებით, ორგანული პროდუქტები აშშ-ს სკვები პროდუქტების სრული მოცულობის 5,3%-ს შეადგენს და მათი გაყიდვები ერთი წელიწადში 8,4%-ით გაიზარდა, რაც გაცილებით მაღალია სასურსათო ბაზარზე გაყიდვების საშუალო ზრდის მაჩვენებელთან (0,6%) შედარებით.
ორგანული სექტორში, ყველა სასურსათო კატეგორიებს შორის მოწინავე პოზიციებს ხილი და ბოსტნეული იკავებს, რომელთა გაყიდვებმაც წელიწადში 15,6 მლრდ. დოლარი შეადგინა, სწორედ ხილ-ბოსტნეულზე მოდის ორგანული პროდუქტების გაყიდვების 40%.
OTA აღნიშნავს, რომ ორგანული პროდუქტის უპირატესობა, ყველაზე კარგად ხილ-ბოსტნეულში ჩანს და ამით არის განპირობებული ამ კატეგორიის პროდუქტების გაყიდვების უფრო მაღალი ზრდა.