
კერხერმა წარმოადგინა HDS 18/18-4 S Classic მობილური რეცხვის აპარატი, რომლის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია სამშენებლო ინდუსტრიაში და სოფლის მეურნეობაში.
კერხერის უახლესი პროფესიონალური კლასის რეცხვის აპარატი სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს ფერმერები და სამშენებლო ინდუსტრია. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია მაღალი პროდუქტიულობა – 1730 ლ/სთ და შესაბამისად მაღალი წმენდის ეფექტურობა. ეს განსაკუთრებით აუცილებელია, როდესაც მანქანების ზედაპირზე ბევრი ჭუჭყია და ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წყლის მაქსიმალური წნევა.
→ გამრეცხი ქმნის წყლის წნევას 50-დან 180 ბარამდე.
→ წყლის მაქსიმალური ტემპერატურაა 80°C.
→ ენერგიის მოხმარება – 11 კვტ-მდე.
წონა აქსესუარებით – 210 კგ.
კერხერი მომხმარებელს HDS 18/18-4 S Classic-ს რეკომენდებულ საცალო ფასში 11 781 ევრო სთავაზობს.
წყარო: Agrarheute