უახლოეს კვირებში ისრაელის სუპერმარკეტებსა და ბაზრებზე პომიდვრის ფასი დაეცემა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ბევრმა ფერმერმა შემოდგომის დასაწყისში პომიდორი დარგა, ბაზარზე ამ პროდუქტის ნაკლებობის კომპენსაციის მიზნით.
სამხრეთში ომის გამო, ამ ბოსტნეულის წინა სეზონი დაიკარგა – ბევრი ნაკვეთი დასავლეთ ნეგევში მდებარეობდა. ამასთან დაკავშირებით, ბაზრის შესავსებად, პომიდორი უცხოეთიდან უნდა შემოტანილიყო.
შემოდგომისთვის სამხრეთში ვითარება შეიცვალა, სამხრეთელების უმეტესობა კიბუცებს დაუბრუნდა, სამხედროებმა კი დასავლეთ ნეგევის სასაზღვრო რაიონებში მინდვრებისა და სათბურების გაშენების ნება დართეს, წერს Israel.info.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფინანსური დახმარება გაუწია ფერმერებს სხვა რაიონებში – არავაში, იორდანეს ველზე, ჩრდილოეთით წყაროს ხეობაში – რათა მათ ზამთრამდე პომიდვრის დარგვა შეძლებოდათ. მათ დაპირდნენ ზარალის კომპენსაციას, თუ მოსავალი ცუდი იქნებოდა. მაგრამ სექტემბერში და დეკემბრის დასაწყისში ამინდი ძალიან ხელსაყრელი იყო და ბოსტნეულის მწარმოებლებმა კარგი მოსავალი მიიღეს.
შედეგად, დღეს შიდა მწარმოებლები პომიდორზე – ისრაელის სუფრის მთავარ ბოსტნეულზე მოთხოვნის 90%-ს აკმაყოფილებს. ისრაელები თვეში დაახლოებით 16 ათას ტონა პომიდორს ჭამენ.