ინდოეთის მთავრობამ და აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს შემუშავება დაიწყეს, რომელიც მოიცავს აშშ-ს ხილზე, ბოსტნეულსა და კაკლოვნებზე (მაგ. ნუში და კაკალი) ტარიფების შემცირებას.
ეს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შორის ტარიფების შემცირების შესახებ უფრო ფართო მოლაპარაკებების ნაწილია.
აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის, ჯემისონ გრირის თქმით, ინდოეთი მზადაა გააუქმოს აშშ-ს მცენარეულ პროდუქტებსა, კაკალზე და სამრეწველო საქონელზე ტარიფები გააუქმოს. სანაცვლოდ. აშშ ინდურ საქონელზე ტარიფებს 50%-დან 18%-მდე შეამცირებს.
ინდოელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს ძირითადი სოფლის მეურნეობის სექტორების დაცვას მგრძნობიარე კულტურების ბაზარზე წვდომის შეზღუდვით. თუმცა, ხილზე, ბოსტნეულსა და კაკალზე გადასახადების შემცირება ამერიკელი მომწოდებლებისთვის ინდოეთის ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს ხსნის.
ინდოეთი ასევე ეტაპობრივად გაზრდის ამერიკული ნავთობის, თვითმფრინავების, თავდაცვის და ტელეკომუნიკაციის მოწყობილობების, ასევე ფარმაცევტული პროდუქციის შესყიდვებს, შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მოიცავს 500 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის შესყიდვის ვალდებულებას.
შეთანხმების საბოლოო ტექსტი ჯერ არ არის ხელმოწერილი და მისი ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი არ გამოცხადებულა.
ინდოეთის სავაჭრო დეფიციტი აშშ-სთან 2025 წელს გაიზარდა, რაც ასევე გავლენას ახდენს სავაჭრო მოლაპარაკებების სტრატეგიაზე: ეს ტარიფების შემცირებას ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისკენ ორმხრივ ნაბიჯად აქცევს.
წყარო: Reuters

