გერმანელი ფერმერები საპროტესტო აქციით იმუქრებიან

გერმანელი, ფერმერები, საპროტესტო

გერმანელი ფერმერები შეღავათებისა და სუბსიდიების გაუქმების გამო, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციით იმუქრებიან.

გერმანელი ფერმერები 8 იანვარს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრებიან, მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო და სატყეო აღჭურვილობისთვის სუბსიდიების და ტრანსპორტის გადასახადის შეღავათების გაუქმების გამო – იტყობინება Derwesten.de.

საუბარია დიზელის საწვავზე შეღავათების და სატრანსპორტო საშუალებების გადასახადებისგან გათავისუფლების გაუქმებაზე.

18 დეკემბერს ფერმერებმა უკვე გამართეს საპროტესტო აქცია ბერლინში. პოლიციის ცნობით, მასში 6,6 ათასამდე ადამიანი და 1,7 ათასამდე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მონაწილეობდა.

გერმანიის ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა იოახიმ რუკვიდმა განაცხადა, რომ „ძალიან ცხელი იანვარი“ იქნება. თუ ფედერალური მთავრობა გააგრძელებს ფერმერებისთვის შეღავათების შემცირებას,. „მაშინ, 8 იანვრიდან პროტესტის მასშტაბები იქნება ისეთი, როგორიც ქვეყანას აქამდე არ უნახავს“, – იმუქრება ის.

გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯემ ოეზდემირმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სექტორზე ზეწოლა უკვე ძალიან მაღალია და ის იბრძოლებს მთავრობის მიერ ამ შეღავათების შემცირეების წინააღმდეგ.

თქვენი რეკლამა