ევროპული ქათმის მწარმოებელი ვეგანურ კომპანიას ყიდულობს

ვეგანური, საკვების, ბიზნესი

ჰოლანდიურმა მეფრინველეობის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ „პლუკონ ფუდ ჯგუფი“ ადგილობრივი ვეგანური საკვების ბიზნესი „ვეგა ინსაიდერსი“ შეიძინა.

JustFood-ის ცნობით, კომპანიებმა გარიგების ფინანსური პირობები არ გაამხილეს.

„Plukon Food Group-ს დიდი ხანია სურს ვეგანური პროდუქტების სპეციალიზებული წარმოება. ამ შენაძენით ეს ამბიცია რეალობად იქცევა და ჩვენ შეგვიძლია გავაფართოვოთ მასშტაბები მთლიანად მცენარეულ წარმოებაზე დაყრდნობით“, – განაცხადა კომპანიამ შენაძენთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ „ვეგა ინსაიდერსი“, რომელიც „ზილვერვერფ“ ჯგუფის ნაწილია, სპეციალიზირებულია ახალ და გაყინულ პროდუქტებზე, როგორიცაა ვეგანური ფარში, ბეკონი და ხაჭოს ნაჭრები. პროდუქცია იყიდება საცალო მომხმარებლებზე და კვების ინდუსტრიაში.

„ვეგა ინსაიდერსი“ გააგრძელებს საკუთარი სახელით ოპერირებას „პლუკონ ფუდ ჯგუფის“ ფარგლებში.

„პლუკონ ფუდ ჯგუფი“, ხორცპროდუქტების მსხვილი მიმწოდებელი, ევროპის შვიდ ქვეყანაში 40 ლოკაციაზე მოქმედებს. კომპანიაში 11 000 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის გაყიდვებმა 2024 წელს 3.4 მილიარდ ევროს მიაღწია.

თქვენი რეკლამა