გართულებული ლოჯისტიკის გამო ევროპული ბაზარზე ჩინური ნივრის ღირებულება იზრდება.
ჩინური ნივრის ტრანსპორტირების ღირებულება 100 დოლარზე მეტით, ხოლო მიწოდების დრო 15-20 დღით იზრდება.
„დეკემბრის ბოლოს, წითელ ზღვაში გადაზიდვების კრიზისის გამო, გადამზიდავმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ გაზრდიდნენ საზღვაო ტვირთების ტარიფებს. ბევრი მომხმარებელი იმედოვნებდა, რომ შეკვეთებს მოასწრებდნენ ტვირთის ტარიფების გაზრდამდე, რამაც გამოიწვია ნიორზე მოთხოვნების ზრდა ევროპული ბაზრიდან“ – განაცხადა კომპანია Shandong Xiangsheng Import and Export Co.-ის წარმომადგენლმა ვენდი ცინმა.
სატვირთო გემებს, წითელ ზღვაში რთული ლოჯისტიკის გამო, გზა უგრძელდებათ, რაც 100 დოლარზე მეტით ზრდის ტონა ნივრის ტრანსპორტირების ღირებულებას, ხოლო მიწოდების დრო 15-20 დღით იზრდება.
ამის შესახებ FreshPlaza იუწყება.
ვენდი ცინის თქმით, ბევრი გადამზიდავი კომპანია აპირებს იმედის კონცხის შემოვლას წითელი ზღვის გავლის ნაცვლად. 1 იანვრიდან ტვირთის ღირებულება 2-3-ჯერ გაიზრდება, რაც ტონა ნიორის ტრანსპორტირების 100 დოლარზე მეტით გაძვირების ტოლფასია. მიწოდების დრო კი 15-20 დღით გახანგრძლივდება.
ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ შეამცირა შეკვეთების რაოდენობა. არსებობს იმედი, რომ მიწოდებაზე სუსტმა მოთხოვნამ შეიძლება აიძულოს სატრანსპორტო კომპანიები შეცვალონ ფასები, თქვა ვენდი ცინმა.