
თურქეთში გაზფხულზე ძლიერმა ყინვებმა, თხილის საბითუმო ფასების ზრდა გამოიწვია, ფასების მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.
თურქეთი მსოფლიოში თხილის უმსხვილესი მწარმოებელია, მისი წილი გლობალური ბაზრის 65%-ს შეადგენს.
2025 წლის პროგნოზში თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TurkStat) განაცხადა, რომ თხილისა და კაკლის წარმოება, შესაბამისად, დაახლოებით 27.5%-ით და 27.7%-ით შემცირდება. რამდენიმე ანგარიში მიუთითებს, რომ თურქეთის მაღალმთიან რეგიონებში – სადაც ყინვისგან ყველაზე დიდი ზიანი იყო – ფერმერებმა მოსავლის 50%-დან 100%-მდე დაკარგეს.
თუ თურქეთი ექსპორტს ვერ განახორციელებს, ალტერნატიული მომწოდებლები (იტალია, აშშ, ჩილე) ვერ შეძლებენ გლობალური მოთხოვნის სრულად დაფარვას.
თურქული თხილის მსხვილ მომხმარებლებს შორის არის იტალიური კომპანია Ferrero. Nutella-სა და Ferrero Rocher-ის მწარმოებელი ქვეყნის მოსავლის დაახლოებით მეოთხედს ყიდულობს, წერს AgroExpert Turkiyetoday-ზე დაყრდნობით.
Ferrero-მ განაცხად, რომ ამინდის პირობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თურქულ წარმოებაზე, კომპანიამ გამოთქვა ნდობა დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვის მიმართ და მიუთითა ალტერნატიულ წყაროებზე სხვა მწარმოებელ ქვეყნებში.
მიუხედავად ამისა, თურქეთმა 2025 წლის პირველ ექვს თვეში 142,915 ტონა თხილი გაიტანა, რომლის ღირებულება თითქმის 1.2 მილიარდი დოლარი იყო.
ექსტრემალური ამინდის გამო, მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ თხილი ძვირდება, არამედ ყავა, კაკაო და ზეითუნის ზეთიც. FAO-ს მონაცემებით, 2025 წლის ივნისში, ხორცის, რძის პროდუქტებისა და მცენარეული ზეთების ფასების ზრდის გამო, მსოფლიოში სურსათის ფასები 0.5%-ით გაიზარდა.