თურქეთი აპირებს ბანანის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს

198 Views

2023 წლისთვის, თურქეთში ბანანის წარმოებას შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს შიდა ბაზარზე მოთხოვნა, მომავალში კი საკმაოდ საკამოდ კარგი პერსპექტივა აქვს ბანანის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს, იუწყება EastFruit-ი Daily Sabah-ზე დაყრდნობით.

ანამურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო პალატის პრეზიდენტის, აჰმეტ სერეფ გიუმიუშის თქმით, მერსინის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, სათბურების რაოდენობა, რომლებშიც ბანანს მოჰყავთ, ყოველწლიურად იზრდებ და ამ ეტაპზე ეს რეგიონი უზრუნველყოფს ქვეყანაში ბანანის მთლიანი წარმოების დაახლოებით 40%-ს.

თურქეთში ბანანის მთლიანი მოხმარება ყოველწლიურად 800 ათას ტონას შეადგენს, აქედან 80% ადგილობრივ პროდუქტზე მოდის. გიუმიუშის თქმით, ადგილობრივი ბანანის წილი მოხმარებაში ორი ათეული წლის წინ მხოლოდ 17% იყო.

თურქეთში ბანანის წარმოების ასეთი აქტიური ზრდა განპირობებულია, როგორც  ადგილობრივ პროდუქციაზე მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნილებით, რომლებიც აღნიშნავენ თურქული ბანანის შესანიშნავ ხარისხის და გემოვნურ მახასიათებლებს, აგრეთვე ამ პროდუქტის იმპორტზე მაღალი სავალდებულო გადასახადებით. მაგალითად, ITC Market Access Access Map- ის თანახმად, თურქეთში ეკვადორიდან (მსოფლიოში ბანანის ექსპორტიორი ყველაზე დიდი ქვეყანა) ბანანის მიწოდებაზე იმპორტის გადასახადი 145.8% -ია.

წელს, გიუმიუშის თქმით, თურქეთში ბანანის წარმოება რეკორდულ 700 ათას ტონას მიაღწევს ქვეყანაში საწარმოო ფართობების შემდგომი ზრდის გამო. „2023 წლისთვის, თურქეთი შიდა ბაზარს ადგილობრივი ბანანით 100%-ით უზრუნველყოფს“, – ამბობს გიუმიუში. მწარმოებლების შემდგომი გეგმები მოიცავს წარმოების ზრდას 900 ათას ტონამდე და ხელმისაწვდომობას საგარეო ბაზრებზე.

EastFruit- ის მონაცემებით, 2019 წელს, თურქეთმა ბანანის რეკორდული დაბალი რაოდენობა (მხოლოდ 122 ათასი) შემოიტანა, თუმცა, 2018 წელს იმპორტის წლიური მოცულობა 200 ათას ტონას აღემატებოდა. ამ ქვეყნის ბანანის მთავარი მიმწოდებელი ეკვადორია, რომელიც თურქეთში ამ პროდუქტების მთლიანი იმპორტის 95% -ს უზრუნველყოფს. ბანანის მცირე რაოდენობები იმპორტირებულია აგრეთვე კოსტა რიკიდან, კოლუმბიიდან და გვატემალადან.

თურქეთიდან ბანანის ექსპორტი ჯერ კიდევ საკმაოდ მოკრძალებული და თითქმის არააქტიურია: 2018 წელს თურქეთიდან ბანანის ექსპორტი მხოლოდ 23 ტონა იყო.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB