ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდგომაც, ქალაქ ბორჯომის 29 000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: „გუჯარულასა“ და „სადგერის“ სათავე ნაგებობების, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია, ორ სექციანი სალექრის, ერთი ახალი რეზერვუარის, წყალმომარაგების ქსელისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობა.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 30 მლნ ლარზე მეტია.