
ქ. ბათუმში, აგრო სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-12 საერთაშორისო გამოფენა „აგრო ბათუმი 2024“ / „AGRO BATUMI 2024“ გაიმართა.
გამოფენა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად გახსნეს.
გამოფენის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს უწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
საგამოფენო სივრცეში, მოწვეულ სტუმრებს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის კუთხე გააცნეს აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, რაულ თავართქილაძემ.
„აგრო ბათუმი 2024“ – ის მონაწილე კომპანიებმა, ორი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნეს.