Bailey’s-მა (ბეილის) ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიური შეფუთვა წარმოადგინა.
ბეილისმა წარმოადგინა 90%-ით ქაღალდისგან დამზადებული ახალი ბოთლი, თხელი პლასტიკის ლაინერით და ფოლგის შუასადებით, წერს SEEDS.
ბოთლი რომელიც, შემუშავებულია PA Consulting-თან და PulPac-თან თანამშრომლობით, შეიძლება გადამუშავდეს ჩვეულებრივი ქაღალდის ნაკადებში სხვა მასალების გამოყოფის საჭიროების გარეშე.
Dry Molded Fiber ტექნოლოგია, მისი დეველოპერების თქმით, არის პირველი სამრეწველო მეთოდი, რომელიც განახლებად მცენარეულ ბოჭკოებს ნამდვილ ეკოლოგიურ შეფუთვად აქცევს.
ის იყენებს მდგრად სისტემაში (სამრეწველო ტყე) მოყვანილ ხეებს ან მცენარეულ ბოჭკოებს, როგორც ნედლეულს, აქცევს მათ სრულად გადამუშავებად და კომპოსტირებად შეფუთვად.
მასალად შეიძლება გამოყენებული იყოს, მაგალითად, ბალახი, ქერი ან ცელულოზის ნარჩენები.
ტექნოლოგია იწვევს CO2-ის 80%-ით ნაკლებ ემისიას პლასტიკის და სველი ფორმირების მეთოდთან შედარებით. მშრალი პროცესი ასევე ამცირებს წყლისა და ენერგიის მოხმარებას, რაც განაპირობებს შედარებით დაბალ თვითღირებულებას.
კომპანია Diageo-ს მდგრადი განვითარების საკითხების პრეზიდენტი ევან ენდრიუ თვლის, რომ ქაღალდის შეფუთვას სჭირდება „პროგრესი და არა სრულყოფილება“, წერს Verpakkingsmanagement.
Diageo 2025 წელს ქაღალდის ბოთლების უფრო ფართო მასშტაბით გამოშვებას გეგმავს, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნა მდგრად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე.