როგორ ვებრძოლოთ თხილის შავ ხარაბუზას ბიოთხილში

თხილი

ბიოეკოლოგია

იმაგო შავი ფერისაა, გრძელი ულვაშებითა და ყვითელი ფეხებით.  მატლი ყვითელი ან ღია ყავისფერია. მდედრი კვერცხებს დებს ქერქის ღრიჭოებში, რომლებიც გრძელ ჭრილებადაა წარმოდგენილი.

მატლები გამოდიან დაახლოებით ივნისის თვეში და გამოხრავენ ღეროს ჯერ გარშემო, ხოლო შემდეგ პერპენდიკულარულად.

შემოდგომის ბოლოს მატლი იზამთრებს მომავალ გაზაფხულამდე, შემდეგ კვლავ განაგრძობს მცენარის გამოხვრას. მეორე გამოზამთრების შემდეგ კი, გვიან გაზაფხულზე, იწყებს დაჭუპრებას და მაის-ივნისში ჩნდებიან ახალი ზრდასრული ხარაბუზები. ხარაბუზა ორ წელიწადში ერთ გენერციას იძლევა.

მავნეობა

ზიანი მოაქვს ძირითადად მატლის ფაზას. აზიანებს გამერქნებულ ორგანოებს, მცენარის ყლორტებს, ერთწლიან ნაზარდებს. ღრღნის გულს და შიგნით აკეთებს შესასვლელ ხვრელს. დაზიანებული ყლორტი წვეროში ტყდება და ჩამოეკიდება. ასეთი გადატეხილი ყლორტი შორიდან ადვილი შესამჩნევია.

თხილი, ხარაბუზა

ბრძოლის  ღონისძიებები

საჭიროა გვიან შემოდგომაზე დაზიანებული ტოტების გასხვლა დაზიანების ადგილებიდან დაახლოებით  20  სმ-­\ის მოშორებით;  გასხლული ნაწილების ბაღიდან გარეთ გატანა და განადგურება; Bacillus thuringiensis შემცველი ბიოპრეპარატებით წამლობა (მაგ. ტურინგენი 5-6 ლ/ჰა) ტარდება იმაგოს ფაზის გამოჩენისთანავე.

ავტორები: მანანა კერესელიძე, მზია ბერუაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო­კვლევითი ცენტრი.

თქვენი რეკლამა