
16-დან 20 ივნისამდე მოლდოვა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს.
მომავალი კონგრესის კონცეფცია დამტკიცდა 5 თებერვალს პარიზში დიპლომატების, საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლების შეხვედრაზე.
ამის შესახებ მოლდოვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
„დღეს მოლდოვას ღვინოები წარმოდგენილია მსოფლიო ბაზრებზე, ექსპორტირებულია 70-ზე მეტ ქვეყანაში და ბოლო ათწლეულის განმავლობაში 7000-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო და მედალი მოიპოვა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ანდრიან დიგოლიანმა.
მოლდოვის ელჩმა საფრანგეთში კორინა კელუგერუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგრესის მიზანია მხარი დაუჭიროს ღვინის ინდუსტრიას და გაამხნევოს საქმის ერთგული პროფესიონალები, რომლებმაც ბოლო წლებში მოლდოვის მეღვინეობის ახალ დონეზე აყვანა შეძლეს.
მან ასევე აღნიშნა მოლდოველი მეღვინეების ძალისხმევა ინდუსტრიის განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის, რომელიც დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. მოლდოვის ღვინოების უნიკალურობა აიხსნება მხოლოდ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით. მისი თქმით, კონგრესის ჩატარება ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას და მოლდოვას სტატუსის ამაღლებას ხარისხიანი ღვინის მსოფლიო რუკაზე.