აზერბაიჯანში 23 აგროპარკი შექმნეს

აგროპარკი, აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის 22 რაიონში, 66,3 ათას ჰექტარ ფართობზე, 23 აგროპარკი შექმნეს და 24 აგროპარკის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.

როგორც  ABC.AZ იუწყება, ამის შესახებ ეკონომიკური ზონების განვითარების სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარემ სეიმურ ადიღეზალოვმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 23-მა აგროპარკმა უკვე დაიწყო მუშაობა, ხოლო 1 აგროპარკში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ აგროპარკებიდან 6 სპეციალიზირებულია მეცხოველეობაში, 6 მეხილეობაზე 1 დახარისხებას, შეფუთვასა და ლოჯისტიკას.

აგროპარკებში მუდმივი დასაქმებით 3720 ადამიანია უზრუნველყოფილი, სეზონურ სამუშაოებში კი 4878 ადამიანია ჩართული. მომდევნო ეტაპზე იგეგმება დამატებით 1600-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა“, – განაცხადა ს.ადიგეზალოვმა.

თქვენი რეკლამა