აზერბაიჯანმა ექსპორტზე 144,2 მილიონი აშშ დოლარის ხურმა გაიტანა

აზერბაიჯანი, ხურმის, ექსპორტი

2025 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე 144,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 187,500 ტონა ხურმა გაიტანა.

სააგენტო abc.az სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ წინა წელთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმის ღირებულება 30,5 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 26,9%-ით მეტია, ხოლო რაოდენობრივად ზრდამ – 33,200 ათასი ტონა (+21,5%) შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე, 113.7 მილიონი აშშ დოლარის 154,300 ტონა ხურმა გაიტანა.

2025 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანის მიერ ექსპორტირებული 1 კგ ხურმის საშუალო საექსპორტო ფასი 1.31 მანათი (0.77$) იყო. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 1.25 მანათს (0.74$) შეადგენდა. ეს წლიურად 6 გიაპიკით, ანუ 4.8%-ით ზრდას წარმოადგენს.

წელს ხურმა მთლიანი ექსპორტის 0.58%-ს და არასანავთო ექსპორტის 3.97%-ს (3.97%) შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 0.43% და 3.39% იყო.

ხურმა – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა