ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი თითქმის ორჯერ გაიზარდა

ატამი, ვაშლატამა, ექსპორტი, საქართველო

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა.

25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 23 109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. 2019 წლის ამავე პერიოდში კი ექსპორტის მაჩვენებლემა 12 556 ტონა შეადგინა.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია:

რუსეთის ფედერაცია (14,906 ტონა), სომხეთი (7,202 ტონა) და აზერბაიჯანი (567 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთში (112,9 ტონა), უკრაინაში (99 ტონა), მოლდოვაში (89,6 ტონა), პოლონეთში (74,0 ტონა), სლოვენიასა (57,3 ტონა), და სინგაპურში (0,04 ტონა).

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

თქვენი რეკლამა