ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები GCF პროექტის ფარგლებში

ტყის, ინვენტარიზაცია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ჯამში 19300 ჰა ფართობზე განხორციელდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტატისტიკური მეთოდით ტყის ინვენტარიზაციის (FMI) საველე სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

ინვენტარიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მეტყევე ტაქსატორები ახორციელებენ.

ოზურგეთში ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

საველე სამუშაოების დაწყებამდე, ტყის ინვენტარიზაციის მნიშვნელობის და ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

კრედო ბანკი