
De Kas – ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური რესტორანია ევროპაში, ის განთავსებულია სათბურში, რომელიც პრაქტიკულად ამსტერდამის ცენტრში (Frankendael Park) მდებარეობს.
სათბური ააშენეს 1926 წელს იმ მიზნით, რომ სავადმყოფოები და საბავშვო ბაღები ახალი ბოსტნეულით მოემარაგებინათ.
გარკვეული დროის განმავლობაში სათბური აღარ გამოიყენებოდა და 2000 წელს მის აღება გადაწყდა.
თუმცა ჰერტ იან ჰაგემანმა (Gert Jan Hageman) ხელისუფლებას შესთავაზა პროექტი, ქალაქმა ბიზნესმენს სათბური სიმბოლურ ფასად გადასცა და მან დაიწყო პროექტის განხორცილება.
პროექტის მიხედვით სათბურში რესტორანი (De Kas) განთავსდა.
De Kas – ის სამზარეულოს მთავარი გამორჩეულობაა იმაშია, რომ ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული, მწვანილი, ხილი და კერძებისთვის საჭირო ბაღჩეული, თუ სხვა საკვები მცენარეული კულტურები იქვე მოჰყავთ.
გარდა ამისა, იმის გამო, რომ De Kas არ გახლავთ ვეგეტარიანული რესტორანი და მენიუში ხორცის კერძებიც საკმაოდ არის წარმოდგენილი, რესტორანი რამდენიმე კილომეტრში განთავსებული ფერმერული მეურნეობიდან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მარაგდება.