2025 წელს კარტოფილის ექსპორტით 8.0 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა

კარტოფილი, ექსპორტი, საქართველო

მიმდინარე წელს საქართველოდან განხორციელებულია 8.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კარტოფილის ექსპორტი.

2025 წლის 1 იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 27.5 ათასი ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, კარტოფილის, მცირე რაოდენობა – 932 ტონა იყო ექსპორტირებული. 

ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (14 049 ტონა), აზერბაიჯანი (10 534 ტონა) და სომხეთი (2 183 ტონა).

იხილეთ აგრეთვე: კარტოფილის მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა