კარტლისის ახალი თაობის ინოვაციური პრეპარატი!

276 Views

კომპანია კარტლისი 22 წელია საქართველოს ბაზარზეა , მისი მოღვაწეობის სფეროა სოფლის მეურნეობა. სწორი სტრატეგიისა და კონცეფციის საფუძველზე კომპანიამ დაიმკვიდრა საიმედო პარტნიორის სახელი ქართველ ფერმერებში.

კომპანია კარტლისი , გთავაზობთ, სტარკლის უნიკალურ და მაღალეფექტურ სისტემურ ინსექტიციდს მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად!

მას ახასიათებს ძლიერი შედეგიანობა წვიმით ჩამორეცხვის დროს, დამუშავებიდან 3 საათის შემდეგ მოსული წვიმა არ ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას. ხასიათდება ხანგრძლივი დაცვითი მოქმედებით.

სტარკლი ავლენს მაღალ ეფექტურობას აზიური ფაროსანას, ფრთათეთრას, ცრუფარიანების, ბუგრების, ჩრჩილების, ნაყოფჭამიების, თრიფსების, კოლორდოს ხოჭოს და მრავალი სხვა მავნებლების წინააღმდეგ.

ალბათ იკითხავთ თუ როგორ უნდა მოვამზადოთ სამუშაო ხსნარი?!

სტარკლი ,უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. გადაზომეთ შემასხურებლის ავზის მოცულობის შესაბამისი სტარკლის  რაოდენობა. განაზავეთ იგი წყლით მცირე მოცულობის ჭურჭელში და ჩაასხით შემასხურებლის  წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში.

გახსოვდეთ! დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში დამომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას იმავე დღეს.

სტარკლი

სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 

• 200-300 ლ/ჰა-ზე ბოსტნეული და სხვა მინდვრის კულტურების შემთხვევაში;

• 800-1200 ლ/ჰა-ზე მრავალწლიანი ნარგავების (ვაზი, ხეხილი, ციტრუსი) შემთხვევაში.

როგორ დავიცვათ უსაფთხოების ზომები:

პესტიციდთან მუშაობისას აუცილებელია დავიცვათ შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში.

პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა, აუცილებელია დამცავი ტანსაცმლისა და სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისათვის.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ, მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

შეინახეთ პრეპარატი მშრალ, ბნელ ადგილას  -100C  – +400C  ტემპერატურის პირობებში.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ კარტლისი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფასისა და სხვა დამატებითი კითხვებისთვის გადადით (დაკლიკეთ) ლინკზე: http://www.cartlis.ge/სტარკლი

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB