ბიოაგრო FAO-სთან ერთად ფერმერებისთვის ტრენინგებს ატარებს

ტრენინგი, ბიოაგრო

„ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, რეგიონებში ინტეგრირებული და ორგანული წესით სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვნის შესახებ ტრენინგებს ატარებს.

ტრენინგები შერჩეულ რეგიონებში კონკრეტული კულტურების მოვლა-მოყვანის შესახებ ტარდება და ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელ ყველა მთავარ მახასიათებელს ითვალისწინებს.

  • ახალქალაქი – კარტოფილი;
  • ლაგოდეხი (ლელიანი; თამარიანი) – ბადრიჯანი, კიტრი, სალათის ფურცელი, სიმინდი
  • ყაზბეგი – კარტოფილი, სალათის ფურცელი.

ტრენინგები „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)” დაკვეთით ტარდება და „ბიოაგროს“ სპეციალისტების მიერ ამავე კომპანიის სქემებით წარიმართება.

ტრენინგების მიზანი აღნიშნულ რეგიონებში განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაა ინტეგრირებულ და ორგანულ მეურნეობებში, რაც შედეგად სოფლის და ადგილობრივების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას მოგვცემს.

პირველი ტრენინგი 20 ნოემბერს ახალქალაქში ჩატარდა. ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც ფერმერები, ასევე ადგილობრივი აგრარული სასწავლებლის სტუდენტები და საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები.

ტრენინგზე დაინტერესებულ პირებს სპეციალისტებმა დეტალურად გააცნეს კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია, მავნებელ-დაავადებების კონტროლი და ორგანული სასუქები და პესტიციდები, რომლებიც ამ სქემის დროს გამოიყენება.

იხილეთ სქემა:

ტრენინგი, ბიაოგრო, კარტოფილი

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბიოაგრო“ http://bioagro.ge/

თქვენი რეკლამა