მიკორიზა – მეგობარი სოკოები მცენარის სიძლიერისა და ნიადაგის მდგრადობისთვის

მიკორიზა, მეგობარი, სოკოები

ენდო და ექტო მიკორიზული სოკოების კომპლექსი

ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ მეორე წელია აწარმოებს მიკორიზულ სოკოებს.

პირველ წელს პროდუქტი სადემონსტრაციო ნაკვეთებში გამოიცადა, მეორე წელს კი უკვე აქტიურად იყენებდნენ როგორც მრავალწლიან ისე ერთწლიან კულტურებში, ჩითილების გადარგვისას, თესლის დამუშავებისას და ნერგების დალბობისას.

„ბიოაგროს“ მიკორიზულ სოკოებში ორივე ტიპის, ენდო და ექტო მიკორიზული სოკოების კომპლექსია გაერთიანებული, რომელიც პროდუქტს უფრო მეტად შედეგიანს ხდის.

მიკორიზული სოკოები მეგობარი სოკოებია, რომლებიც ურთიერთობენ მცენარის ფესვთა სისტემასთან და მათი დახმარებით:

• იზრდება მცენარის უნარი ნიადაგიდან უკეთესად შეითვისოს წყალი და სხვა საკვები ელემენტები;
• მცირდება სასუქის მიწოდებისა და რწყვის რაოდენობა;
• იზრდება მცენარის გვალვაგამძლეობა;
• უმჯობესდება თესლის აღმოცენების პროცესი;
• ვითარდება ფესვთა სისტემა;
• გადარგული მცენარე ადვილად ეგუება ახალ გარემოს;
• უმჯობესდება ფიტოდაცვა.

უმჯობესია, მიკორიზული სოკოები მცენარის გადარგვის დროს გამოიყენოთ.

მრავალწლიან კულტურებში, ფესვთა სისტემის ჩალბობის შემთხვევაში, მიკორიზული სოკოები გამოიყენება მხოლოდ ერთხელ. შესაძლებელია უკვე დარგული მცენარის მორწყვაც. სასურველია, მიკორიზული სოკოების კომპლექსით ნიადაგის მორწყვაც.

სამუშაო ნაზავი

ჩითილების, დარგული მცენარეების მორწყვა – 2%-იანი სამუშა ნაზავი.
ღია ფესვთა სისტემის შემთხვევაში, ნერგების და ჩითილებს ფესვი ჩაალბეთ 2-4% -იან სამუშაო ნაზავში.

მიკორიზა უსაფრთხოა ადამიანისთვის, შინაური ცხოველებისთვის, ფრინველებისთვისა და ფუტკრებისთვის.

ფასი: 1 ლ – 18 ლარი;
300 მლ.ლიტრი – 8 ლარი;
5 ლიტრი – 75 ლარი.

პროდუქტის შესაძენად, რეგიონების მიხედვით, დაუკავშირდით „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

• კახეთი: 557 19 91 18
• იმერეთი: 551 33 55 01
• აჭარა: 559 40 73 40
• თბილისი: 599 58 24 20
• სხვა რეგიონები: 551 99 11 80

კონსულტაციისთვის დარეკეთ: 591619088; 599582420

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ ბიოაგრო http://bioagro.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან, ისარგებლეთ მითითებული საკონტანქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა