თანამედროვე მომხმარებელი ყველაზე მეტად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ხარისხსა და სიჯანსაღეს აფასებს. ცხადია, ფერმერის ამოცანაც ამგვარი პროდუქციის წარმოებაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსავლის რაოდენობაც, რათა ბაზარზე არსებული მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს. უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღება კი, როგორც Dekalb-ის უკრაინელი წარმომადგენელი, კონსტანტინ ნოვიკოვი აღნიშნავს, სწორად შერჩეული სათესლე მასალის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
„ინოვაციური ტექნოლოგიით წარმოებული სათესლე მასალები დაავადებისა და მავნებლების მიმართ მაღალი რეზისტენტობით გამოირჩევა, უკეთ უმკლავდება ექსტრემალურ ამინდსა და სხვა სტრესულ გარემო ფაქტორებს, ამასთანავე, უკეთ ითვისებს ნიადაგში არსებულ ტენსა თუ მაკრო და მიკროელემენტებს. გამოდის რომ, ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავალი ინოვაციური სათესლე მასალით იწყება“, – ამბობს კონსტანტინ ნოვიკოვი.
Dekalb სიმინდის ჰიბრიდებისა და ჯიშების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ინოვაციური სათესლე მასალების წარმოების 112 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ მომხმარებლებს არაერთი რევოლუციური პროდუქტი წარუდგინა. დღემდე Dekalb-ის სელექციონერები ქმნიან თანამედროვე მოთხოვნებზე, სხვადასხვა ქვეყნის ნიადაგსა და კლიმატზე მორგებულ ჰიბრიდებსა და ჯიშებს.
„ახალი პროდუქტის შექმნამდე, Dekalb-ის გუნდი კონკრეტული ქვეყნის საჭიროებებს იკვლევს, რაც გვეხმარება ფერმერებს შევთავაზოთ სწორი პროდუქტი. 10 წელზე მეტია, ვთანამშრომლობთ ქართულ კომპანია „აგროსფეროსთანაც“, რომელთან ერთადაც ვიკვლევთ ქართული აგრომეურნეობის საჭიროებებს და ვქმნით ქვეყნის ნიადაგისა და კლიმატის შესაფერის სათესლე მასალებს“, – აღნიშნავს კონსტანტინ ნოვიკოვი.
დღეს Dekalb-ისა და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანიის, „აგროსფეროს“ თანამშრომლობის შედეგად, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია Dekalb-ის ინოვაციური სიმინდის ჰიბრიდების ფართო ასორტიმენტი, FAO 200-დან FAO 700-ის ჩათვლით.
„თითოეული მათგანი მორგებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლიმატსა და ნიადაგის ტიპზე. ჩვენი ჰიბრიდების მრავალფეროვნება დაეხმარება ქართველ ფერმერებს, მათთვის შესაფერისი პროდუქტის შერჩევასა და სასურველი შედეგის მიღწევაში“, – ამბობს კონსტანტინ ნოვიკოვი.
როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, „აგროსფეროსთან“ თანამშრომლობა დღემდე გრძელდება და მასთან ერთად კომპანია კვლავაც განაგრძობს რეგიონზე მორგებული ახალი ჯიშების წარმოებას.
„ამ გზით დავეხმარებით, ფერმერებს აწარმოონ ქვეყნისთვის სამყოფი ხარისხიანი სიმინდი და მეტიც, ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების პარალელურად, იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალურ ბაზარზე“, – ამბობს კონსტანტინ ნოვიკოვი.