ლუნა სენსეიშენი – ჯანსაღი ხილი, გარანტირებული სარგებელი

ჯანსაღი, ხილი

ლუნა სენსეიშენი მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებების მწარმოებელი კომპანია BAYER-ის კიდევ ერთი ახალი პროდუქტია, რომელიც გამოირჩევა სისტემურ-ტრანსლამინარული მოქმედებით და იცავს ხეხილს ფართო სპექტრის დაავადებებისგან.

ლუნა სენსეიშენი აერთიანებს ფლუოპირამს, რომელიც წარმოადგენს ახალი ქიმიურ ნივთიერებას SDHI-ის ოჯახიდან და ტრიფლოქსისტრობინს. მათი უნიკალური კომბინაცია და მოქმედების ახალი მექანიზმი ახდენს სუნთქვის ბლოკირებას პათოგენის უჯრედში. ინსტრუქციის მიხედვით გამოყენების შემთხვევაში ფუნგიციდს არ აღენიშნება რეზისტენტობა და ფიტოტოქსიკურობა, ამასთან ერთად, პრეპარატი უსაფრთხოა გარემოსა და სასარგებლო ორგანიზმებისთვის.

რისთვის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ფუნგიციდი?

ლუნა სენსეიშენი განკუთვნილია თესლოვანი და კურკოვანი ხეხილისთვის, როგორებიცაა ვაშლი, მსხალი, კომში, ალუბალი, ატამი, გარგარი და ა.შ. ის ასევე ეფექტურია სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებშიც. მათ შორისაა კენკროვნები, კაკლოვნები, ციტრუსი, ნუში, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ბადრიჯანი, სტაფილო, ნესვი, საზამთრო, ვაზი და სხვა. პრეპარატი იცავს კულტურებს ფართო სპექტრის დაავადებებისგან, როგორებიცაა მონილიოზი, ლაქიანობები, ანთრაქნოზი, ალტერნარიოზი, ქეცი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე და ობი, სეპტორიოზი, სკლეროტინიოზი, ფომოფსისი, შავი სიდამპლე, ასპერგილოზი, მელანოზი, რიზოქტონიოზი, კოკომიკოზი და ა.შ. ამასთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ნაყოფის ჯანსაღ იერს მოსავლის აღების შემდეგ. ლუნა სენსეიშენი, BAYER-ის სხვა პრეპარატებთან, ზატო სტართან და სკალასთან ერთად, ძირითადი ელემენტია ხეხილის დაცვის ერთიან სისტემაში.

 

უფრო დეტალური ინსტრუქციების მისაღებად დაუკავშირდით „აგროსფეროს“ კონსულტანტებს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი მეურნეობის საჭიროებების იდენტიფიცირებაში, აგროსამუშაოების წინასწარ დაგეგმვასა და პრეპარატის დოზირების სწორად განსაზღვრაში. ამგვარად შეძლებთ ეფექტურად გამოიყენოთ ლუნა სენსეიშენის უპირატესობები და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“ https://agrosphere.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა