ეკლომარი – ესპანური ფესვის ბიოსტიმულატორი

ბიოსტიმულატორი, ორგანული

ესპანური კომპანია Plymag-ის სასუქი „ეკლომარი“ არის წყალმცენარის – ეკლონია მაქსიმას ბუნებრივი თხევადი ექსტრაქტი. იგი შეიცავს მსოფლიო ბაზარზე არსებულ სხვა პრეპარატებთან შედარებით ყველაზე დიდი რაოდენობით ჰორმონ აუქსინს (25 ppm).

ეკლომარი ასტიმულირებს ფესვთა სისტემის განვითარებას, ხელს უწყობს განაყოფიერებასა და ნაყოფის დამსხვილებას, ასევე, მცენარეს აძლევს ინტენსიურ ფერს.

ორგანულ მეურნეობაში გამოსაყენებლად დაშვებულია ამერიკული რეგულაციის NOP (National Organic Program) მიხედვით.

ბიოსტიმულატორი, ორგანული

ეკლომარის უპირატესობები:

  1. უზრუნველყოფს მცენარის შედარებით ადრეულ აღმოცენებას;
  2. აძლიერებს ფესვთა სისტემას;
  3. მცენარეს ხდის სტრესის მიმართ უფრო გამძლეს;
  4. მცენარეს ეხმარება საკვები ელემენტების უკეთ ათვისებაში.

მარცვლოვან კულტურებში გამოსაყენებელი დოზა:

ერთი ტონა სათესლე მასალის შესაწამლად გამოიყენება 1.5 ლიტრი ეკლომარი, სამუშაო ხსნარი კი უნდა შეადგენდეს 10-15 ლიტრს.

ეკლომარი თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“ https://www.facebook.com/Baraka.Georgia

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მოცემული საკონტაქტო ბმულით.

კომპანიის ვებ გვერდი: https://baraka.ge/

თქვენი რეკლამა