ბოსტნეული კულტურების ხარისხიანი სათესლე მასალა

კიტრი, პომიდორი, თესლი, სათბური, ბოსტნეული

არასეზონური ბოსტნეულის მოყვანა შეუძლებელია სათბურების გარეშე,სათბური საშუალებას გვაძლევს ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე და ჩვენით ვარეგულიროთ მცენარის ზრდა-განვითარება და დავიცვათ მცენარეები. ხოლო ხარისხიანი სათესლე მასალა, არის მნიშნველოვანი უხვი მოსავლის მისაღებად,რომელსაც გვთავაზობს „ენზა ზადენის“ ჰოლანდიური სათესლე მასალა.

კომპანია 20 წელზე მეტია არის, ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს ბაზარზე და სთავაზობს მომხარებელს ხარისხიან სათესლე მასალას!

ორი კომპანიის თანამშრომლობამ, ქართველ ფერმერებს საშუალება მისცა უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენებით, მიეღო აქამდე მიუღწეველი შედეგები ბოსტნეული კულტურების წარმოებაში.

გაგაცნობთ, რამდენიმე მათგანს, რომელიც გახლავთ ქართველი ფერმერების არჩევანი:

კიტრი – კორინტო

• ნაყოფის ზომები – 20-22 სმ;
• ნაყოფის ფერი – მუქი მწვანე;
• ვეგეტაციის პერიოდი – 70-75 დღე;
• ნაყოფის ფორმა – ცილინდრული;
• მოყვანის პირობები – სათბური, ღია გრუნტი;
• მწარმოებელი – Enza Zaden, ჰოლანდია;
• შიგთავსი – 500 ცალი.

მაღალმოსავლიანი საადრეო ჰიბრიდი. სწრაფად და მძლავრად მზარდი მცენარე. ახასიათებს კარგი ადაპტაციის უნარი. გამოირჩევა კარგი შენახვის უნარით. რეკომენდებულია პირველი და მეორე ბრუნვისთვის ყველა ტიპის სათბურში. შესაძლებელია მოყვანა ღია
გრუნტშიც.

კიტრი – სარგონი

• მცენარე – მძლავრი, დაბალანსებული;
• ნაყოფის სიგრძე – 21-23სმ;
• ნაყოფის ფორმა – ცილინდრული;
• ნაყოფის ფერი – მწვანე, მბზინავი.

სარგონი F1 – ძლიერი, მაღალმოსავლიანი საადრეო ჰიბრიდი, თითქმის არ ინვითრებს ნამხრევებს, თანაბარი ცილინდრული ნაყოფი, მუქი მწვანე შეფერილობით და იშვიაათი ხორკლით. რეკომენდირებულია საგაზაფხულო და საზაფხულო მოყვანისათვის ყველა ტიპის სათბურებში.  ჰიბრიდს გააჩნია გამძლეობა ვირუსის ფართო სპექტრის მიმართ.

შუშა კიტრი -აისი

მაღალმოსავლიანი სააშუალო/საადრეო ჰიბრიდი, ჰიბრიდს გააჩნია გამძლეობა ვირუსის ფართო სპექტრის მიმართ.

პომიდორი -როზეტი ვარდისფერი

კულტურა: პომიდორი

საადრეო ნახევრადდეტერმინატული ჰობრიდი. ძლიერი, ღია ტიპის მცენარე მოკლე მუხლთაშორისებით.

• ნაყოფის ფორმა: მრგვალი;
• ნაყოფის წონა: 250-280 გრ;
• ნაყოფის შეფერილობა: კარგი ვარდისფერი;
• რეზისტენტობა: TYLCV;
• მწარმოებელი: Enza zaden, ჰოლანდია.

უპირატესობა:

ახალი ვარდისფერი პომიდვრის ჰიბრიდი, გამოირჩევა სტრესის მიმართ მაღალი გამძლეობით, ნაყოფის უნიფორმით, კარგი გამონასკვისა და დახეთქვის მიმართ მდგრადობით, მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი. ინვითარებს სწორი ფორმის მტევანს- 5-7 ცალი ნაყოფით. კარგი გამოკვების პირობებში ნაყოფის წონა აღწევს 280 გრამს, ხასიათდება ტრადიციული გემური თვისებებითა და კარგი ტრანსპორტირების უნარით. რეკომენდებულია ორ ბრუნვაზე მოსაყვანად (შემოდგომა-გაზაფხული).

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან შესაძენად ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს (დაკლიკეთ):

http://www.cartlis.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა