იმისათვის, რომ წლის განმავლობაში არ შეექმნას სხვადასხვა სახის პრობლემები ჩვენს მოსავალზე, უნდა მოხდეს გამხმარი ხეების და დაზიანებული ტოტების შეჭრა და ფართობიდან გატანა.
მიზანშეწონილია გაისხვლას და მოცილდეს დაზიანებული ქერქი. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ კი, დაიგეგმოს ადრე გაზაფხულზე პირველი წამლობა ანუ მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ღონისძებები.
ამის გათვალისწინებით კარტლისი გირჩევთ შემდეგი სახის პრეპარატებს:
• სიპკამოლი
კარტლისი გთავაზობთ, აქტიურად გამოიყენოთ იტალიური წარმოების, მაღალი ხარისხით გამორჩეული ინსექტიციდი სიპკამოლი, რომლის მოქმედი მექანიზმის წყალობით გასანადგურებელი მავნებლების მოზამთრე სტადიები იფარება მინერალური ზეთის აპკით, რაც იწვევს მათი სასუნთქი გზების გადაკეტვას და შედეგად გაგუდვას!
ის არის მინერალური ზეთი, პარაფინზე დამზადებული, რომელიც შეწამვლისას გარსს ეკვრის მცენარეს და კლავს მოზამთრე ფაზის მავნებლებს.
კულტურები: თხილი, ვაზი, კაკალი, გრეიფრუტი, ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, გარგარი, ალუბალი, ატამი, მსხალი, ნუში.
ფასისა და სხვა დამატებითი ინფორმაციითვის გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე:
http://www.cartlis.ge/content/სიპკამოლი
• ჩემპიონი
სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია სპილენძის შემცველი პრეპარატის გამოყენება, ასეთი პრეპარატია ჩემპიონი.
სხვა სპილენძის ფუძეზე წარმოებულ ფუნგიციდებთან შედარებით, ხასიათდება სპილენძის მაღალი შემცველობით, ჰიდროქსიდი 77%-იანი 50 % მეტალური სპილენძის შემცველობით.
მოქმედი ნივთიერება: სპილენძის (II) ჰიდროქსიდი 77% (50% მეტალური სპილენძის ექვივალენტი).
წლების მანძილზე პრეპარატი შეუცვლელია სხვადასხვა კულტურებში დაავადებების მიმართ: ფოთლის სიხუჭუჭე, ბაქტერიული სილაქავე, ბაქტერიული ნეკროზი ქეცი.
კულტურები: ვაზი, ხეხილი და ბოსტნეული.
პრეპარატის ხარჯვის ნორმა: ვაშლი 4-5 კგ. 1 ჰა-ზე; ატამი 7-8 კგ. 1 ჰა-ზე.
პრეპარატის ფორმა წყალში დისპენსირებადი გრანულები.
ფასისა და სხვა დამატებითი ინფორმაციითვის გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე:
http://www.cartlis.ge/content/ჩემპიონი
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.
ვებ გვერდი: http://www.cartlis.ge/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ფასისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მოცემული ბმულებით.