ვაზში ჭრაქის სეზონი აქტიურდება, დროა დაიწყოთ წამლობა საიმედო და მაღალეფექტური პრეპარატებით და გადაარჩინოთ მოსავალი.
კარტლისი გთავაზობთ ჭრაქის საწინააღმდეგო მაღალეფექტურ პაკეტს “ჰაიმარსი”.
პაკეტ ჰაიმრსში შემავალი იაპონური პრეპარატი ლიმაი უზრუნველყოფს ვაზის საიმედო დაცვას ჭრაქისაგან. ლიმაი იცავს ვაზის ფოთოლს როგორც პირველადი ინფიცირებისაგან, ასევე მეორადი ინფექციისაგან, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიმაი ეფექტურად აჩერებს უკვე გაჩენილი ჭრაქის განვითარებას.
ლიმაის გააჩნია ტრანსლამინარული თვისება. ფოთლის ერთ მხარეს შესხურებისას, იგი გამჭოლად გადის ფოთლის მეორე მხარეს და იცავს ფოთოლს იმ მხრიდანაც კი სადაც უშუალოდ არ მოხვედრილა პრეპარატი. ლიმაი არ ირეცხება წვიმით! რამდენიმე დღის განმავლობაში მოსული ძლიერი წვიმაც კი მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს ლიმაის დამცავ ეფექტს.
ლიმაი – საიმედო დაცვა , საუკეთესო შედეგი!
პაკეტში შემავალ დიმეკურს გააჩნია ძლიერი სისტემური მოქმედება. მისი მოქმედი ნივთიერება დიმეტომორფი სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილში და ეფექტურად ანადგურებს ქსოვილში შეჭრილ ინფექციას. ლიმაის და დიმეკურის კომბინაცია ძალიან ეფექტურია რთულ კლიმატურ პირობებში.
პაკეტი ჰაიმარსი – აღმოსავლური ტექნოლოგიების საუკეთესო შერწყმა!
გამოყენების ნორმა:
გახსენით 1 პაკეტი „ჰაიმარსი“-ს შიგთავსი (1 ცალი 0,25 ლ ლიმაი + 2 ცალი 0,25ლ დიმეკური) 600 ლიტრ წყალში და გამოიყენეთ 1 ჰა ფართობზე.
კულტურები, რომლებშიც რეკომენდებულია პაკეტი “ჰაიმარსი”-ს გამოყენება ჭრაქის წინააღმდეგ:
ვაზი, პომიდორი, კარტოფილი, კიტრი, საზამთრო, ნესვი
კარტლისი – გონივრული აგრობიზნესისთვის!
დაგვიკავშირდით: https://cartlis.ge/contact-us/
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.