„ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ ბაზარზე ახალი მიმწებებლით იწყებს აქტიურ სეზონს.
პროდუქტის მაღალი ხარისხი გარანტირებულია მწარმოებლის მიერ. როგორც კომპანია „ბიოაგროში“ ამბობენ, მიმწებებელი – „ადიუგრეინი 10%“ ბაზარზე გამოჩენისთანავე მოთხოვნადი პროდუქტი გახდა, განსაკუთრებით, მევენახეების მხრიდან.
გაეცანით დეტალურ ინფორმაციას პრეპარატის შესახებ.
„ადიუგრეინი – 10%“ – ბიომიმწებებელი გამოიყენება მცენარის ფოთლის ზედაპირზე ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებისა და სასუქების დასაფიქსირებლად. იცავს ჩამორეცხვისგან, ახალნგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას, ხელს უშლის მცენარეში ტენიანობის შემცირებას.
შემადგენლობა: ბუნებრივი წარმოშობის პოლისაქარიდების ნაკრები.
უპირატესობები:
• ქმნის ბიოპოლიმერულ ფენას (აპკს);
• ამაგრებს ბიოლოგიურ და ქიმიურ პრეპარატებს მცენარის ფოთლის ზედაპირზე;
• ამცირებს ფოთლიდან მათ ჩამორეცხვას და შესაბამისად, ზრდის პრეპარატების ეფექტურობას;
• ხელს უწყობს მიკრო და მაკროელემენტების სრულყოფილ ათვისებას ფოთლიდან კვებისას.
მოქმედების მექანიზმი: ზედაპირულ – აქტიური პოლიმერები ფოთლის ზედაპირზე მსუნთქავ აპკს ქმნიან, რომელიც აკავებს ბიო და ქიმიურ პრეპარატებს, ნესტს და ტენს.
→ დაშვებულია ჰერბიციდებთან გამოსაყენებლად.
→ რეკომენდირებულია სპილენძის შემცველ პრეპარატებთან ერთად შეტანა.
რეკომენდაციები ადიუგრეინის გამოყენებისას
სამუშაო ნაზავის მომზადების წესი:
პრეპარატი იხსნება წყალში თანაფარდობით 1:1; ვურევთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან ხსნარს. მიღებული ხსნარი ძირითადი ნარევის მოსამზადებლად გამოიყენება ბიოპრეპარატებთან, მიკროელემენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან.
პრეპარატი უვნებელია ადამიანისთვის, თბილსისხლიანი ცხოველებისთვის, სასარგებლო მწერებისთვის და გარემოსთვის.
ფასი: 1 ლ – 34 ლარი.
პროდუქტის შესაძენად, რეგიონების მიხედვით, დაუკავშირდით „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
• კახეთი: 557 19 91 18
• იმერეთი: 551 33 55 01
• აჭარა: 559 40 73 40
• თბილისი: 599 58 24 20
• სხვა რეგიონები: 551 99 11 80
კონსულტაციისთვის დარეკეთ: 591619088; 599582420
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბიოაგრო“ http://bioagro.ge/contact
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.