საქართველოდან 19.9 მლნ აშშ დოლარის დაფნის ფოთოლია ექსპორტირებული

დაფნის, ფოთოლი, ექსპორტი, საქართველო

2026 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 19.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4.9 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 7%-ით (337 ტონა), ხოლო ღირებულება 5%-ით (1.0 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

2026 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში, ექსპორტი 18 ქვეყანაში განხორციელდა, დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ჩინეთი (68%), რუსეთი (23%).

თქვენი რეკლამა