2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ექსპორტირებულია 119.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 102.8 მლნ ლიტრი უალკოჰოლო გაზიანი სასმელი.
ექსპორტის ღირებულება გაზრდილია 48%-ით (ზრდა: 38.9 მლნ $), რაოდენობა კი 28%-ით (ზრდა: 22.7 მლნ ლიტრი).
ყოველწლიურად საქართველო უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტიდან მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს და მზარდია საშუალო საექსპორტო ფასი. მიმდინარე წლის ივნისში 32%-ით გაზრდილია საშუალო საექსპორტო ფასი და 1.28 $/ლიტრია.
უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია მეზობელი ქვეყნები და ყაზახეთი, უზბეკეთი, ისრაელი, უკრაინა და სხვა ქვეყნები.

