2025 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა ექსპორტზე, 175.4 მილიონი დოლარის 158 300 ტონა პომიდორი გაიტანა.
Abc.az-ის ცნობით, რომელიც სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებს ეყრდნობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პომიდვრის ექსპორტი 20.1 მილიონი დოლარით (ანუ 12.9%-ით) და რაოდენობრივად 28 500 ტონით (ანუ 21.9%-ით) გაიზარდა.
2024 წლის იანვრიდან ნოემბრამდე, 155,4 მილიონი აშშ დოლარის 129 800 ტონა პომიდორი იყო ექსპორტირებული. წელს კილოგრამზე საშუალო ფასი 1,88 მანათი იყო (1,11$), რაც 7,4%-ით ნაკლებია 2024 წლის 2,03 მანათთან (1,19$) შედარებით.
პომიდვრის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 0,75%, ხოლო არასანავთობო ექსპორტის 5,29%-ია (2024 წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად 0,64% და 5,03% იყო).
პომიდორი – მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და ჯიშები

