საქართველოში 2025 წლის იანვარ–ოქტომბერში 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 21 110 ტონა პომიდვრის იმპორტი განხორციელდა.
სტატისტიკის თანახმად, იმპორტირებული პომიდვრის ღირებულება 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 6%-ით შემცირდა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 კგ იმპორტირებული პომიდვრის ფასი 0.61 აშშ ცენტი იყო, წელს ის 0.71 აშშ ცენტამდე გაიზარდა.
ფასის ზრდა განაპირობა მთავარი მიმწოდებელი ქვეყნიდან, იმპორტირებული პომიდვრის გაძვირებამ. წინა წლების მსგავსად, საქართველოს ძირითადი იმპორტიორი თურქეთი იყო. 10 თვის განმავლობაში, მეზობელი ქვეყნიდან 19 330 ტონა პომიდორი შემოიტანეს, რომლის ღირებულებამ 13 802 000 აშშ დოლარი შეადგინა.
შედარებით მცირე რაოდენობით იმპორტი განხორციელდა:
- აზერბაიჯანიდან (1.1 მილიონი აშშ დოლარი);
- ირანიდან (87 000 აშშ დოლარი);
- უზბეკეთიდან (25 700 აშშ დოლარი);
- ნიდერლანდებიდან (17 800 აშშ დოლარი);
- ესპანეთიდან (15 000 აშშ დოლარი).
პომიდორი საქართველოდან ექსპორტზეც გადის, თუმცა თითქმის მთლიანად რეექსპორტის სახით. პირველი 10 თვის განმავლობაში საქართველომ 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1 463 ტონა პომიდორი გაიტანა ექსპორტზე. ექსპორტის ძირითადი მიმართულებებია: რუსეთი და სომხეთი.
პომიდორი – მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და ჯიშები

