უმსხვილესმა ბრიტანულმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ JCB (J.C. Bamford Excavators Ltd), თავის ტრაქტორების ხაზს Fastrac 6000 სერია დაამატა.
Fastrac 6260-ს 284 ცხენის ძალა აქვს, სიმძლავრის მხრივ ის 4000 (235 ცხენის ძალამდე, მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ) და 8000 (348 ცხენის ძალამდე, მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/სთ) სერიებს შორისაა. ამ სერიის ორი მოდელი, Fastrac 6260 და Fastrac 6300, წარმოდგენილი იყო გამოფენაზე Agritechnica.
Agritechnica – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენა ჰანოვერში იმართება.

6000 სერიის ორივე ტრაქტორი ახალი ჩარჩოს კონცეფციაზეა დაფუძნებული. გარე დისკური მუხრუჭები ABS-ით ამ ტრაქტორებს შესაფერისს ხდის როგორც საველე პირობებში, ისე გზაზე, გამოსაყენებლად.
Fastrac 6260-სა და Fastrac 6300-ს მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ-ია.
სერიის სიახლეა სრულად ინტეგრირებული საბურავების წნევის მონიტორინგის სისტემა, რომელიც ავტომატურად არეგულირებს საბურავების წნევას გზის ან საველე პირობების შესაბამისად.

JCB ტრაქტორების ხაზი ახლა ფერმერებს უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს.
ახალი JCB Fastrac 6000 ტრაქტორები ასევე აღჭურვილია ციფრული ასისტენტებით. ორმაგი GNSS მიმღების მქონე საჭის სისტემა ხელს უწყობს ზუსტი მეურნეობის პრინციპების დანერგვას, რაც სწრაფი და ზუსტი მარშრუტის რეგულირებისა საშუალებას იძლევა, მაგალითად, გორაკის ფერდობზე. Twin Steer (ორმაგი საჭის) სისტემა უზრუნველყოფს ორივე ღერძის ინდივიდუალურ კონტროლს. გარდა ამისა, ელექტრონული ასისტენტი გთავაზობთ სხვადასხვა ავტომატური მანევრების სქემებს წინსვლისას.

JCB ასევე აგრძელებს Icon-ის მართვის ინტუიციურად გასაგები ფილოსოფიის გამოყენებას.
წყარო: eldala.kz

