მიკორიზა – ბუნებრივი მექანიზმი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

მიკორიზა, აგროსფერო

თანამედროვე სოფლის მეურნეობა სულ უფრო მეტად ცდილობს ბუნებრივი მექანიზმების გამოყენებას მცენარის ჯანსაღი ზრდა-განვითარების ხელშესაწყობად და მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია მიკორიზა – მცენარისა და სოკოს სიმბიოზური ურთიერთკავშირი, რომელიც ბუნებრივად, დამატებითი ნივთიერებების გარეშე უზრუნველყოფს ნიადაგის გაჯანსაღებასა და მცენარის ზრდა-განვითარებას.  

რა არის მიკორიზა და როგორ მუშაობს ის? 

მიკორიზა წარმოადგენს ბუნებრივ ურთიერთკავშირს მცენარის ფესვებსა და სპეციალური ტიპის სოკოებს შორის. ეს სოკოები ფესვთა ზედაპირზე ან მის შიგნით კოლონიზდება და ქმნის ერთიან ქსელს, რომლის საშუალებითაც მცენარე იღებს წყალსა და საკვებ ნივთიერებებს იმ ადგილებიდანაც კი, სადაც მისი ფესვები ვერ აღწევს. სანაცვლოდ, მცენარე სოკოს ნახშირწყლებითა და ორგანული ნივთიერებებით უზრუნველყოფს. შედეგად, მათ შორის ყალიბდება კავშირი, რომელიც სასარგებლოა როგორც მცენარისთვის, ისე სოკოსთვის.  

მაინც რა სარგებელი მოაქვს მიკორიზას სოფლის მეურნეობისთვის? – შევეცდებით სტატიაში ამ კითხვას ამომწურავად გავცეთ პასუხი.  

ნიადაგის გაჯანსაღება 

მიკორიზული სოკოები გამოყოფენ გლომალინს – განსაკუთრებულ ცილას, რომელიც ხელს უწყობს ნიადაგში აგრეგატების ფორმირებას. ეს აგრეგატები აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, აერაციას და წყლის შეკავების უნარს. შედეგად, ნიადაგი ხდება უფრო მდგრადი ეროზიის მიმართ. გარდა ამისა, მიკორიზა უზრუნველყოფს სასარგებლო მიკროორგანიზმების გამრავლებას, რაც ხელს უწყობს ნიადაგის ბიომრავალფეროვნების ზრდას და რეგენერაციას.  

Საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისება 

მიკორიზული სოკოების სპორები ნიადაგის დიდ არეალს იკავებს და აღწევს იმ ადგილებშიც, სადაც მცენარის ფესვები ვეღარ ვრცელდება. ამ სპორების გავლით მცენარეები მოშორებით არსებული ელემენტებითაც მარაგდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მინერალური სასუქების საჭიროებას. 

მცენარის გაძლიერება 

მიკორიზული სოკოები ეხმარება ფესვთა სისტემას გაფართოებაში და საშუალებას აძლევს მცენარეს მიიღოს მეტი წყალი ღრმა ფენებიდან. შედეგად, მცენარეს ნაკლებ ზიანს აყენებს გვალვა, მარილიანი ნიადაგი და pH-ის ცვლილებები. გარდა ამისა, ის უფრო სწრაფად ახერხებს რეგენერაციას სტრესის შემდეგ და ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას რთულ გარემო პირობებში.  

მოსავლის ხარისხისა და ნაყოფის გემოს გაუმჯობესება  

მიკორიზა არა მხოლოდ ზრდის მოსავლიანობას, არამედ ბუნებრივად აუმჯობესებს ნაყოფის ქიმიურ შედგენილობასაც. ასეთ მცენარეებში მეტია შაქარი, მინერალები და ბიოაქტიური ნაერთები, რის შედეგადაც მათი ნაყოფი უფრო არომატული, გემრიელი და ვიტამინებით მდიდარია. სწორედ ამიტომ, მიკორიზა სულ უფრო ხშირად გამოიყენება ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობებში.  

მცენარის დაავადებებისგან დაცვა  

მიკორიზული სოკოები ფესვებზე წარმოქმნის ბუნებრივ დამცავ ფენას, რაც პათოგენების მიერ მცენარის დაზიანებას უშლის ხელს. ასევე, ისინი ასტიმულირებს მცენარის იმუნურ რეაქციებს და ხელს უწყობს ისეთი ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც ეფექტიანად ებრძვის პათოგენებს. შედეგად, მცენარე ბევრად უფრო გამძლეა ფესვთა ინფექციების მიმართ.  

„აეგის სიმ ირიგა“ – ინოვაციური გადაწყვეტა 

მიკორიზული საშუალებების ბაზარზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს „ათენსის“ პროდუქტი „აეგის სიმ ირიგა“. ის In vivo მეთოდით მზადდება, რაც უზრუნველყოფს სპორების მაღალ სიცოცხლისუნარიანობასა და სტაბილურ ხარისხს. აღსანიშნავია, რომ სხვა მსგავსი პროდუქტები ფერმენტაციის გზით მიიღება, რის გამოც ეფექტურობით ბევრად ჩამოუვარდება აეგისს.  

„აეგის სიმ ირიგას“ მთავარი უპირატესობებია სპორების მაღალი კონცენტრაცია და აქტივობა, პათოგენების არარსებობა, შენახვის ხანგრძლივი ვადა და მარტივი გამოყენება. პროდუქტი ეფექტიანად ებრძვის ისეთ დაავადებების, როგორებიცაა ფუზარიუმი, სკლეროტინია, ფიტოფთორა და ფესვების სხვა პათოგენები. 

„აეგის სიმ ირიგას“ ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში კომპანია „აგროსფეროა. ამიტომ, თუ გსურთ მეტი გაიგოთ მასზე და სხვა მიკორიზულ პროდუქტებზე, დაუკავშირდით კომპანიის კონსულტანტებს ნომერზე +995 322 500 900 ან ესტუმრეთ მის მაღაზიათა ქსელს.

თქვენი რეკლამა