2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე აზერბაიჯანმა 11 მილიარდ 359,8 მილიონი მანათის (6 682 235 293$) ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია აწარმოა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მინიმალური, 0,1%-იანი ზრდაა.
Abc.az-ის ცნობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში მემცაენარეობის წარმოების ღირებულება 0,7%-ით შემცირდა და 5 მილიარდ 951,8 მილიონ მანათს მიაღწია (3 501 058 823$), ხოლო მეცხოველეობის წარმოების ღირებულება 1,1%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ 408 მილიონ მანათს (3 181 176 470$) მიაღწია.
2025 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით მოსავალი:
- ბოსტნეული – 1,670,500 ტონა (წინა წელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლები);
- კარტოფილი – 874,800 ტონა (2%-ით ნაკლები);
- ხილი და კენკრა – 802,300 ტონა (1%-ით მეტი);
- ნესვი – 458,900 ტონა (6.3%-ით ნაკლები);
- ყურძენი – 164,900 ტონა (3.5%-ით ნაკლები).
გარდა ამისა, დაფიქსირდა შემდეგი მაჩვენებლები:
შაქრის ჭარხალი – 146,6 ათასი ტონა (70,2%-ით მეტი), მზესუმზირა – 28,8 ათასი ტონა (3,6%-ით ნაკლები), ბამბა – 21,1 ათასი ტონა (7,1%-ით მეტი), თამბაქო – 6,1 ათასი ტონა (48,7%-ით მეტი), მწვანე ჩაის ფოთლები – 1119,9 ტონა (12,3%-ით მეტი).

