პომიდვრის კრიზისი ისრაელში

პომიდვრის, კრიზისი, ისრაელში

ისრაელი კვლავ განიცდის პომიდვრის კრიზისს, როგორც ეს არაერთხელ მოხდა ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში ბოლო ათი წლის განმავლობაში. პომიდვრის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გავლენას ახდენდა სამი ძირითადი ფაქტორი.

პირველი არის თურქეთის უარი ისრაელში ბოსტნეულის ექსპორტზე. თურქეთი, მრავალი წლის განმავლობაში იყო ისრაელის პომიდვრის მარაგის საიმედო დამატებითი წყარო.

შემდეგი ფორსმაჟორი, როგორც Israelinfo წერს, არის ქოლერის ბაქტერია, რომელიც იორდანიაში, მდინარე იარმუკის წყლებში აღმოაჩინეს. იმის გამო რომ, იორდანიის სათბურებში პომიდორი ამ მდინარის წყლით ირწყვება, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში მათი შემოტანა აკრძალა.

და მესამე ფაქტორი ტრადიციულია. ეს არის უკიდურესი სიცხის ტალღა, რომელიც მომდევნო კვირებში პომიდვრის მოსავალს 50%-ით შეამცირებს.

კიდევ ერთი გარემოება იყო ომი, რის გამოც ზოგიერთი მეურნეობა ფერმერები მიუწვდომელი იყო. დაბომბვის ზონები ჩრდილოეთით და სამხრეთით არის ყველაზე აქტიური ტერიტორიები ისრაელში მინდვრის დამუშავების, მებაღეობის და მებოსტნეობის თვალსაზრისით.

ამ ყველაფერმა გამოიწვია ფასების შესამჩნევი ზრდა მაღაზიებში. ეკონომიკური გამოცემების მიხედვით, დროებითი გამოსავლის ძიებაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სექტემბრის ბოლომდე პომიდვრის უბაჟო იმპორტის კვოტა 5 ათას ტონამდე გაზარდა. მიწოდების კანდიდატები არიან უნგრეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, აზერბაიჯანი და ათეული სხვა.

გარდა ამისა, სამინისტრო გამოყოფს თანხას პომიდვრის მოყვანის წახალისებისთვის. ფერმერებს მთლიანობაში 12 მილიონი შეკელის სუბსიდიას ჰპირდებიან, თუ ისინი ბაზარს პომიდორს წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მიაწოდებენ.

15 მილიონი შეკელი გამოიყოფა ახალი ბიოტექნოლოგიის განვითარებისთვის, რაც გაზრდის პომიდვრის მოსავლიანობას.

იხილეთ აგრეთვე: პომიდორი – მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და ჯიშები

თქვენი რეკლამა