ქველოური – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

ქველოური, ვაზის, ჯიში, იმერეთი

ქველოური წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

წარმოშობა: იმერეთი

ჯიში ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებითა და საშუალო მოსავლიანობით. ქველოური მცირე რაოდენობითაა გავრცელებული იმერეთში: ხარაგოულის, ვანის და საჩხერის მუნიციპალიტეტის ვენახებში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისა და მომრგვალო ფორმისაა, სამ-ხუთ ნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძლიერ შებუსულია.

მტევანი მცირე და საშუალო ზომისაა, ცილინდრულ -კონუსური ფორმის, მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალოა ან ოვალური ფორმის, მოლურჯო-შავი. რბილობი ხორციანი, საშუალოზე უფრო რბილი და წვნიანია. გემო სასიამოვნო.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 176 დღეს შეადგენს. მტევნის წონა 125 – 150 გრამამდეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 19.8 -20%-ს, მჟავიანობა 9.1-8.5გ/ლ.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

თქვენი რეკლამა