ჩინეთში ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება

50 Views Comment Off

„სინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” იხსნება, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.

შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა, რომელიც ჩინეთის უმსხვილეს ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას და ქართული ღვინის აქ წარდგენა მნიშვნელოვანია როგორც პრესტიჟულობის, ასევე კონკრეტული შედეგების მოტანის თვალსაზრისით.

გაფორმდა მეორე მემორანდუმიც, რომელიც ითვალისწინებს შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის, ღვინის ცენტრში ქართული ღვინის ეროვნული კუთხის მოწყობას. ცენტრში საქართველოსთვის გამოიყოფა 200 კვადრატულ მეტრამდე ფართი, რომელიც სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში განსაკარგავად გადაეცემა.

ცენტრში განთავსდება სხვადასხვა ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია და ქართული ღვინის შესახებ საპრომოციო მასალა. აქ უკვე წარმოდგენილია ოცამდე ქვეყნის ღვინის ეროვნული პავილიონი. მემორანდუმს ქართული მხრიდან ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა მოაწერა.

ღონისძიების ბოლოს „დუგლაძეების ღვინის კომპანიასა“ და ჩინეთის ყველაზე დიდ სახელმწიფო მედიაპორტალ „სინჰუა ნეტს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ იქნება პირველი, რომლის პროდუქციაც ოფიციალურად ჩაეშვება ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” ქსელში.

ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.

საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ. ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.

ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ოთხ ათეულამდე ქართული ღვინის სახლი და სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
239 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB