უზბეკეთში ზაფრანას პლანტაციების ფართობები იზრდება

ზაფრანა, უზბეკეთი

უზბეკეთის ჯიზახის რეგიონში ზაფრანას პლანტაციები, სეზონის ბოლომდე 820 ჰექტარამდე გაიზრდება.

კომპანია BMB ZAFARON Holding უზბეკეთის ჯიზახის რეგიონში ზაფრანას პლანტაციების გაფართოებას აგრძელებს. მიმდინარე სეზონის ბოლოსთვის ზაფრანას კულტივაციის ფართობი 700-დან 820 ჰექტარამდე გაიზრდება.

ზაფრანას წარმოებისა და გადამუშავების პროექტი, რომელსაც BMB HOLDING იტალიურ კომპანია FIN.OPERA SRL-თან პარტნიორობით ახორციელებს, უზბეკეთის სოფლის მეურნეობის სექტორში, ექსპორტზე ორიენტირებული, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების სექტორის განვითარების საუკეთესო მაგალითია.

Dunyo-ს ცნობით, პროექტის 400 ჰექტარზე სამუშაოებს უზბეკეთ-იტალიური ერთობლივი საწარმო BMB-OPERA ZAFFERANO ახორციელებს, ხოლო დარჩენილ 420 ჰექტარზე – BMB SHIFO.

პროექტი თანმიმდევრულად ხორციელდება, ზაფრანას პლანტაციების 2000 ჰექტარამდე გაფართოების მიზნების შესაბამისად. პროექტის საერთო ღირებულება 120 მილიონი ევროა, მათ შორის 70 მილიონი ევრო უცხოური ინვესტიციებია, 37 მილიონი ევრო კი BMB HOLDING-ის ფინანსები და 13 მილიონი ევრო სესხი.

დღეისათვის, 84.6 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა და 2 ჰექტარზე თანამედროვე საწარმოო ობიექტი ამოქმედდა. ობიექტი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს გაშრობის, გადამუშავების, შეფუთვისა და ეთერზეთების წარმოების თვალსაზრისით.

წყლის რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, პოლონელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით დანერგილია ჰიდროგელის წარმოების ტექნოლოგია „AgroNanoGel Basic“, რომელიც წყლის მოხმარებას 40-45%-ით ამცირებს. პლანტაციაში ასევე დამონტაჟდა მზის პანელების გამოყენებით „მწვანე ენერგიის“ სისტემა.

ზაფრანა, უზბეკეთი

ამჟამად, პროდუქცია ექსპორტზე გადის იტალიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, აშშ-ში, საუდის არაბეთში და სხვა ქვეყნებში.

იხილეთ: ზაფრანა – კულტურა, სახეობები, გამოყენება

თქვენი რეკლამა