უკრაინაში კენკრის მოსავლის 50% დაიკარგა

კენკრა, უკრაინა, ზარალი

2025 წლის კენკრის სეზონი უკრაინაში რთული აღმოჩნდა: ყინვებისა და ამინდის სხვა რისკების გამო, ფერმერებმა მოსავლის დაახლოებით 50% დაკარგეს.

ამასობაში, მწარმოებლებმა, რომლებმაც მოსავალი შეინარჩუნება შეძლეს და ბაზრები ჰქონდათ, რეკორდული მოგების მიღება მოახერხეს.

ამის შესახებ აგრონომიის კონსულტანტმა, ანა ლუცკომ, AgoTimes-ზე თავის სვეტში განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი დანაკარგები კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში დაფიქსირდა – მოცვის მოსავლის 70%-მდე ჯერ კიდევ ზამთარში დაიკარგა, დანარჩენი კი ივლისში სეტყვამ გაანადგურა. ვოლინში კენკრის დანაკარგმა 80-90%-ს მიაღწია, მათ შორის ტყეში გაყინული მოცვიც. ლვოვის ოლქში სიცივემ ნარგავების დაახლოებით 20% დააზიანა, მაგრამ მთის პლანტაციებში მოსავლის ნაწილი გადარჩა. ივანო-ფრანკოვსკის და ზაკარპატიის ოლქებში დანაკარგი მინიმალური იყო, 15%-მდე.

დნეპროპეტროვსკის ოლქში -7°C-მდე ყინვამ ბაღის მარწყვის 30%-მდე გაანადგურა. ჟოლოს მოყვანა შეფერხდა და სეზონის შუა ჯიშების მხოლოდ ნახევარი მოიკრიფა. ჩერკასის ოლქში სეზონმა პრაქტიკულად დანაკარგების გარეშე ჩაიარა.

რთული წლის მიუხედავად, კენკრის ფასებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია და სეზონის ბოლომდე სტაბილური დარჩა.

„BigBlue-ს ორგანული მოცვის საშუალო ფასი კილოგრამზე 200 გრივნას (4,85$) აღემატებოდა. ამჟამად, მაღალი ხარისხის გაყინული ჟოლო კილოგრამზე 4-4.5 ევროდ იყიდება, ხოლო ორგანული ჟოლო 5-6.5 ევროდ“, – აღნიშნა ლუცკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ორგანული კენკრის მოხმარება იზრდება, რაც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე მიუთითებს.

თქვენი რეკლამა