
სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება გერმანიის მთავრობასთან, რომელიც ნოტების გაცვლის გზით დაიდება. დოკუმენტი ითვალისწინებს საგრანტო დახმარებას, იუწყება Armenpress.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა წარმოადგინა პროგრამის სფეროები:
- კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარება – 6.1 მილიონ ევრომდე;
- მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატისადმი მდგრადი საზოგადოების განვითარება – 6.1 მილიონ ევრომდე;
- ინტეგრირებული საზოგადოების განვითარება – 3.1 მილიონ ევრომდე;
- კვლევითი და ექსპერტული ფონდი – 0.3 მილიონ ევრომდე.
ჯამში, გერმანიის მთავრობა გამოყოფს 15.6 მილიონი ევროს დახმარებას.
პაპოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის ინტერესს გერმანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ არა მხოლოდ ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში, არამედ პოლიტიკურ, კულტურულ და მრავალმხრივ ფორმატებშიც.