ფერმერებმა ტორფიან ნიადაგებზე შტოში გააშენეს

შტოში, ტორფიანი, ნიადაგი

ნიდერლანდების კრიმპენერვაარდის რეგიონში, ფერმერებს, ტორფიან ნიადაგებზე ორგანულად მოჰყავთ შტოში, რითაც ჩაანაცვალეს მერძეული მეცხოველეობა და მიწის დაბლა ჩასვლას და CO₂-ის გამოყოფას ამცირებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას FreshPlaza ავრცელებს.

ორგანული ხილისა და ბოსტნეულის ჰოლანდიური დისტრიბუტორის, Eosta-ს მხარდაჭერით, Cranberry Company-მ 18 ჰექტარზე შტოშის პლანტაცია გააშენა, წყლის მაღალი დონის შენარჩუნებით ნიადაგის აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის.

მოსავლის აღება ნოემბრიდან დეკემბრამდე ხორციელდება. კენკრა მიეწოდება შიდა ბაზარს და გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში გადის ექსპორტზე.

„ჩვენ თითქმის 10 წელია ვმუშაობთ ტორფიან მიწებზე, სადაც ნიადაგი კარგავს საკვებ ნივთიერებებს. მერძეული მეცხოველეობისთვის განკუთვნილი დრენაჟი იწვევს მიწის კიდევ უფრო დაბლა ჩასვლას. ჩვენ გვჭირდებოდაა ტორფიანი მიწების რეჰიდრატაცია და აღმოვაჩინეთ, რომ იქ შტოშის მოყვანა შეგვიძლია. თუმცა, ჩვენ არა მხოლოდ ორგანულ კენკრას ვზრდით – ჩვენ ასევე აღვადგენთ ტორფსა და ნიადაგს, ვებრძვით კლიმატის ცვლილებას და ვუჭერთ მხარს ბიომრავალფეროვნებას“, – თქვა მათის კრაუვერსმა The Cranberry Company-დან.

„ეს მიდგომა ასევე უზრუნველყოფს უფრო ხანგრძლივ შენახვის ვადას და კენკრის მუდმივ ხარისხს“, – დასძინა კასპერ ველტიჯმა Eosta-დან.

წარმოება უკვე საკმარისია, Eosta-ს 2025 წლის სეზონის პროგრამის გრაფიკის დასაფარად.

იხილეთ: შტოში – მოსავლის აღება აშშ-ში და კანადაში

თქვენი რეკლამა